https://www.slideshare.net/beso084/bmachitadzepedkvleva
13/06/2019
06/05/2019
ექსკურსია სამეგრელოს მხარეში

ჯვრის წყალსაცავზე ჰესის თანამშრომელმა კადეტებს გააცნო ელექტროსადგურის
ისტორია, ფიზიკური პარამეტრები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგო სისტემაში.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში კადეტებს სანაპირო
დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. დაათვალიერეს აილენდის კლასის ხომალდები,
გემთსარემონტო ბაზა და სპეციალური აღჭურვილობა. კადეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია
სანაპირო დაცვის ამოცანებისა და სიახლეების შესახებ.
გასვლითი ღონისძიება სადამრიგებლო პროექტის “შეიცან საქართველო
შენი“ ფარგლებში მოეწყო.




09/04/2019
ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში
დღეს, 9 აპრილს ჩემი ხელმძღვანელობით მეორე
სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები (სადამრიგებლო ჯგუფი) იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის
სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. კადეტები გაეცვნენ მუზეუმის საგამოფენო
დარბაზში არსებულ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ მასალას,
აგრეთვე დაათვალიერეს მუზეუმში არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული ექსპონატები.
ქუთაისის სახელმწიფო
ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრია. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი კოლექცია და ექსპონატი.






06/04/2019
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
6 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, სსიპ საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა
და „რა? სად? როდის იმერეთის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით გაიმართა NATO-ს დაარსებიდან
70 წლისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ასაკის შეუზღუდავად
მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 29 გუნდმა, მათშორის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის
გუნდმაც (ლ.უკლება, გ.გოგია, გ.გადელია, ნ.ქვარიანი, ლ.შამუგია, ა.ქიმუცაძე). ინტელექტუალური
თამაშში ყველა კითხვა ნატო-ევროკავშირს შეეხებოდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდს
ჟიურისგან გადაეცა სპეციალური პრიზი.




Subscribe to:
Posts (Atom)

















