15/09/2020

2020-2021 სასწავლო წელი

 

       2020 წლის 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი. სწავლება მიმდინარეობს პლატფორმა Microsoft Teams -ის გამოყენებით.
     ვასწავლი პირველი (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსებს. ამავდროულად ვარ პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის (X-ა კლასის) დამრიგებელი.
   სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი: 5 გოგონა და 19 ვაჟი.

05/06/2020

გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება



     გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
     საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. 
        კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
        სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა,  რომელთაგან 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათ შორის იყო ჩემი სადამრიგებლო ჯგუფის (12-1 კლასის) 22 კადეტი, რომელთაგან 2 ოქროს მედლის კანდიდატია.

22/05/2020

2020 წლის "ბოლო ზარი"



    დღეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დამამთავრებელი კლასებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. ლიცეუმში სწავლა დაასრულა ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფის მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის 22 კადეტებმა - 16-მა ბიჭმა და 6-მა გოგონამ.

   ვულოცავ ყველა მეთორმეტე კლასელს ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას ვუსურვებ ბედნიერ სტუდენტობას, წარმატებებსა და ჯანმრთელობას.

19/04/2020

ონლაინ ტრენინგი


     2020 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით გავიარე eTwinning პორტალზე ონლაინ ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა web 2.0 ინსტრუმენტებით". 

    ტრენინგი სულ მოიცავდა 20 საათს, (12 საკონტაქტო და 8 არასაკონტაქტო). 

 ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრისა და საქართველოს eTwinning გუნდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. ტრენერი eTwinning-ის ამბასადორი საქართველოში ქალბატონი ნინო ჩხეტია. ტრენინგის მიზანი იყო eTwinning პორტალზე პროექტების უკეთ შექმნისათვისა და დაგეგმისათვის web 2.0 ინსტრუმენტების შესწავლა. 
   ტრენინგის ფარგლებში სულ ვისწავლე შემდეგი ინსტრუმენტი.

  • google Calenadar
  • http://www.wordclouds.com/  
  • https://screencast-o-matic.com/screen-recorder 
  • https://my.beekast.com 
  • https://brush.ninja/ 
  • https://www.easel.ly/
  • https://www.fotoram.io 
  • http://www.myhistro.com/ 
  • http://creately.com/ 
  • Zoom.us
  • www.timetoast.com 
  • https://qr9.me/free-qr-code-generator.php?lang=ka 
  • https://www.playposit.com/  
  • https://www.edu.buncee.com/ 

  ყველა ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო, მარტივი და პრაქტიკულია, მათი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის Twinspace-ის პროექტებსა და დისტანციურ საგაკვეთილო პროცესებს.