26/09/2020

ლექცია-სემინარი "კლიმატის ცვლილება"

        21-27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიცირებით, ონლაინ რეჟიმში დავესწარი ლექცია-სემინარს „კლიმატის ცვლილება“.

ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

 21 სექტემბერი,  ორშაბათი

კლიმატის გლობალური ცვლილება  და  საქართველო - რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები- საქართველო

22 სექტემბერი, სამშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და ენერგეტიკული სექტორი - თამაზ ვაშაკიძე / საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი.

23 სექტემბერი, ოთხშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და  სოფლის მეურნეობა მედეა ინაშვილი/დამოუკიდებელი ექსპერტი

24   სექტემბერი,    ხუთშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და ნარჩენები მედეა ინაშვილი/დამოუკიდებელი ექსპერტი

25 სექტემბერი,  პარასკევი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და საბინაო სექტორი ნანა მეფარიშვილი/ საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი

26 სექტემბერი,  შაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და  სატყეო  სექტორი. - დინა ბერია/ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“  ეს გზავნილი აერთანებს 2020 წლის  კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.




15/09/2020

2020-2021 სასწავლო წელი

 

       2020 წლის 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი. სწავლება მიმდინარეობს პლატფორმა Microsoft Teams -ის გამოყენებით.
     ვასწავლი პირველი (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსებს. ამავდროულად ვარ პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის (X-ა კლასის) დამრიგებელი.
   სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი: 5 გოგონა და 19 ვაჟი.

05/06/2020

გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება



     გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
     საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. 
        კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
        სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა,  რომელთაგან 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათ შორის იყო ჩემი სადამრიგებლო ჯგუფის (12-1 კლასის) 22 კადეტი, რომელთაგან 2 ოქროს მედლის კანდიდატია.

22/05/2020

2020 წლის "ბოლო ზარი"



    დღეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დამამთავრებელი კლასებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. ლიცეუმში სწავლა დაასრულა ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფის მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის 22 კადეტებმა - 16-მა ბიჭმა და 6-მა გოგონამ.

   ვულოცავ ყველა მეთორმეტე კლასელს ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას ვუსურვებ ბედნიერ სტუდენტობას, წარმატებებსა და ჯანმრთელობას.