29/10/2020

სიგელი პედაგოგიური მოღვაწეობისათვს

 

    2020 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებულ მწვანე თეატრში გაიმართა ქალაქის პედაგოგთა დაჯილდოება - წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარდგინებით გადმომეცა სიგელი. 
  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ახდენს მასწავლებელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით  ქალაქის პედაგოგთა დაჯილდოებას, მაგრამ წელს პანდემიის გამო დაჯილდოების ღონისძიება ცოტათი დაგვიანებით გაიმართა.

12/10/2020

დისტანციური მშობელთა კრება

 


         2020 წლის 12 ოქტომბერს MsTeams-ის პლატფორმის საშუალებით დისტანციურად გაიმართა პირველი "მშობელთა კრება" ჩემ სადამრიგებლო  10-გ (I-3) სასწავლო ჯგუფის მშობლებთან. 

           კრებაზე მშობლებს ვესაუბრე ლიცეუმის დღის რეჟიმზე, დისტანციურ სწავლებაზე, მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე, გავაცანი ლიცეუმის შინაგანაწესი და კადეტთა ქცევის კოდექსი.

26/09/2020

ლექცია-სემინარი "კლიმატის ცვლილება"

        21-27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიცირებით, ონლაინ რეჟიმში დავესწარი ლექცია-სემინარს „კლიმატის ცვლილება“.

ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

 21 სექტემბერი,  ორშაბათი

კლიმატის გლობალური ცვლილება  და  საქართველო - რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები- საქართველო

22 სექტემბერი, სამშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და ენერგეტიკული სექტორი - თამაზ ვაშაკიძე / საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი.

23 სექტემბერი, ოთხშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და  სოფლის მეურნეობა მედეა ინაშვილი/დამოუკიდებელი ექსპერტი

24   სექტემბერი,    ხუთშაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და ნარჩენები მედეა ინაშვილი/დამოუკიდებელი ექსპერტი

25 სექტემბერი,  პარასკევი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და საბინაო სექტორი ნანა მეფარიშვილი/ საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი

26 სექტემბერი,  შაბათი

კლიმატის გლობალური  ცვლილება   და  სატყეო  სექტორი. - დინა ბერია/ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“  ეს გზავნილი აერთანებს 2020 წლის  კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.




15/09/2020

2020-2021 სასწავლო წელი

 

       2020 წლის 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი. სწავლება მიმდინარეობს პლატფორმა Microsoft Teams -ის გამოყენებით.
     ვასწავლი პირველი (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსებს. ამავდროულად ვარ პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის (X-ა კლასის) დამრიგებელი.
   სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი: 5 გოგონა და 19 ვაჟი.