24/05/2022

სასწავლო ექსკურსია გურიის მხარეში

 

  

ჩემმა სადამრიგებლომ, მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფმა სადამრიგებლო პროგრამისა და პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ის ფარგლებში განახორციელეს სასწავლო ექსკურსია გურიის მხარეში. პროექტის მიზანი იყო:

ü  სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება, განმტკიცება და მოტივაციის ამაღლება

ü  სასკოლო გარემოში მიღებული ცოდნის ინტერპრეტირება პრაქტიკაში

ü  კადეტებმა შეძლონ შეფასება გურიის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში, ჯანდაცვაში და ეკონომიკაში

ექსკურსიის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ კურორტ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ კუთვნილ მინერალური წყლის ჩამოსასხმელ ქარხანაში, კადეტები გაეცნენ მინერალური წყლის წარმოების სრულ ციკლს.

აგრეთვე გურიის მხარეში კადეტები იმყოფებოდნენ ჯიხეთის დედათა მონასტერში, ნატანებში მდებარე „საქართველო მინიატურებში“ და შეკვეთილის „მუსიკალურ პარკში“.








24/04/2022

პროექტი "დარგე ხე, გადავარჩინოთ ბუნება"

       დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სადამრიგებლო ჯგუფში განვახორციელე პროექტი "დარგე ხე, გადავარჩინოთ ბუნება". პროექტის მიზანი იყო კადეტებს გაეთვიცნობიერებინათ საკუთარი წილი ბუნების, უფრო კონკრეტულად ტყის გადარჩენაში. გაეთავისებინათ ტყის როლი და მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებაში. "ჩელენჯის" მსგავსად მოუწოდეს ერთმანეთს ხის დარგვისკენ, შექმნეს პატარა ვიდეო კლიპი (გ.ადეიშვილი).

20/03/2022

ტრენინგი ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”

 


    2022 წლის 10 მარტიდან - 18 მარტის ჩათვლით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, გავიარე ტრენინგი "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” . ტრენერები ქალბატონები თ.ნანობაშვილი და თ.შუბლაძე. ტრენინგი მოიცავდა 20 საკონტაქტო საათს.

19/03/2022

ტრენინგი "ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა სასწავლო პროცესში"

 


 2022 წლის 14-18 მარტს გავიარე ტრენინგი "ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა სასწავლო პროცესში".  ტრენინგის ხანგრძლივობა 10 საკონტაქტო საათი. ტრენერი ნიკო გიგოლაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში გავეცანი:

  • ბავშვის განვითარების მახასიათებლებს
  • ბავშვის უფლებათა კოდექსს
  • NICHD პროტოკოლი
  • სხვადასხვა სიტუაციურ კაზუსებს