- გუგუციძე გიორგი - 30 ქულა
- დუმბაძე მიხეილი - 33 ქულა
09/03/2023
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
05/03/2023
ტრენინგი "eTwinning-ის პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება"
2023 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "eTwinning-ის ახალ პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება". ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 8 საკონტაქტო საათი. ტრენერი თეიმურაზ ჯვარშეიშვილი.
27/02/2023
პროექტი ჩემი მხარის/ქალაქის/სოფლის ტურისტული გიდი
პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი მხარის, ქალაქისა და სოფლის შესახებ პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იყო 7 საუკეთესო პრეზენტაცია, რომელიც კომისიამ წინასწარ შეარჩია განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. კომისიის შემადგენლობაში მასწავლებელთან ერთად კადეტებიც შედიოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფების ოთხწევრიან გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა. ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელიც ლოგიკურ აზროვნებასა და საკითხისადმი კონკრეტულ ცოდნას მოითხოვდა, ბუნების პირობებში თვითგადარჩენის საკითხებს შეეხებოდა. გამარჯვება მოიპოვა პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის გუნდმა „არწივები“ .
პროექტის მიზანი საქართველოს სხვადასხვა მხარის ბუნების, კულტურის, ტრადიციის გაცნობა, კადეტებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.
16/11/2022
კოლეგებთან თანამშრომლობა "როგორ შევქმნათ ბლოგი"
პედაგოგებთან კოლეგიალობისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2022 წლის 15 ნოემბრიდან დავიწყე საკუთარი გამოცდილების გაზიარება ბლოგის შექმნაში, ერთი თვის განმავლობაში კოლეგებს გავაცნობ ბლოგის დამზადებას-შექმნას, მასზე პროფესიული პორტფოლიოს განთავსებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ლიცეუმის დაახლოებით 10-12 მასწავლებელი. შეხვედრები იმართება ლიცეუმის კომპიუტერულ ლაორატორიაში.
აღნიშნული შეხვედრების აუცილებელი წინაპირობაა როგორც ჩემი, ასევე ჩემი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში კი – სკოლის პრესტიჟისა და შემდგომი განვითარება.


















.jpeg)