05/04/2023

გასვლითი გაკვეთილი წყალტუბოში

 


      ჩემი ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო ჯგუფისათვის (მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფი) გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში და პრომეთეს მღვიმეში. 

   „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი რესურსები“ - ამ თემაზე ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში კადეტები გაეცნენ კურორტ წყალტუბოს ისტორიას, წყალტუბოს უნიკალური თერმული წყლების წარმოშობასა და სამკურნალო თვისებებს. კადეტები ასევე იმყოფებოდნენ პრომეთეს მღვიმეში.





09/03/2023

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

 

    2022-2023 სასწავლო წლის გეოგრაფიაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე კადეტებმა, ყველამ გადალახა ბარიერი, მაგრამ ოლიმპიადის პირობებიდან გამომდინარე (პირველ ორმოცდა ათში მოხვდა) მესამე ტურში გადავიდა მხოლოდ 2 კადეტი:

  1. გუგუციძე გიორგი - 30 ქულა
  2. დუმბაძე მიხეილი - 33 ქულა

05/03/2023

ტრენინგი "eTwinning-ის პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება"

 2023 წლის 28 თებერვლიდან    5 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "eTwinning-ის ახალ პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება". ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 8 საკონტაქტო საათი. ტრენერი თეიმურაზ ჯვარშეიშვილი.

27/02/2023

პროექტი ჩემი მხარის/ქალაქის/სოფლის ტურისტული გიდი

 

        დღეს ლიცეუმის კადეტთა კლუბში ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის -„ჩემი ტურისტული მხარის გიდი“ პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

      პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი მხარის, ქალაქისა და სოფლის შესახებ პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იყო 7 საუკეთესო პრეზენტაცია, რომელიც  კომისიამ წინასწარ შეარჩია განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. კომისიის შემადგენლობაში მასწავლებელთან ერთად კადეტებიც შედიოდნენ.

     პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფების ოთხწევრიან გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა.  ინტელექტუალური შეჯიბრი,  რომელიც ლოგიკურ აზროვნებასა და საკითხისადმი კონკრეტულ ცოდნას მოითხოვდა, ბუნების პირობებში თვითგადარჩენის საკითხებს შეეხებოდა.  გამარჯვება მოიპოვა პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის გუნდმა  „არწივები“ .

     პროექტის  მიზანი საქართველოს სხვადასხვა მხარის ბუნების, კულტურის, ტრადიციის გაცნობა, კადეტებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.