21/04/2016

პროექტი "Stop War And Military Conflicts"

უკრაინელი კადეტები ქუთაისში
,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვე პროექტში Stop Wars and military conflicts, რომლის ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში.
2016 წლის 11 თებერვალს შედგა  ჩვენი და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმების კადეტთა და პედაგოგთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და  მხარეებმა წარუდგინეს ერთმანეთს პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე თავიანთი ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია რუსულ ენაზე.
ონლაინ-შეხვედრაზე  დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება.
ვიზიტი გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.

ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ექვსივე კათედრამ. უკრაინელი კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამის ყველა აქტივობაში. 


აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები:
1.      კადეტები გაეცვნენ უკრაინასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
2.      სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ ქართველი კადეტები;
3. ჩატარდა ერთობლივი აქტივობები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ხელოვნებაში.
4.   კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
5.   პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
6.  პროექტის განხორციელებით კადეტებს განუვითარდათ  კომუნიკაციის, კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.








23/03/2016

18 მარტი 2016 წელი

,,მოსწავლეთა კონფერენცია 2016"
     გენერალ გიორგი კვინიტაძისსახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I კურსის კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი ,,მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის" გამარჯვებულია. მან კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი ,,საქართველო - ევროპული ოჯახის წევრი" და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. კადეტი სერტიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსით დაჯილდოვდა.
კონფერენციის მომზადებაში ხელმძღვანელობას უწევდნენ:
  •  ბესიკ მაჩიტაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი (პრეზენტაციის მომზადება);
  • ეკა მურუსიძე - ქიმიისა და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი (იდეის ავტორი);
  • ელენე ჯავახაძე - ინგლისური ენის მასწავლებელი (ინგლისურ ენაზე პრეზენტაციის მომზადება).


25/02/2016

11 თებერვალი 2016 წელი

ონლაინ შეხვედრა უკრაინელ კადეტებთან
    



      2016 წლის 11 თებერვალს ,,eTwinning"-ის პროგრამის ფარგლებში შედგა კადეტებთან ერთად შედგა ონლაინ შეხვედრა ზაპოროჟიეს (უკრაინა) სამხედრო ლიცეუმის მსმენელებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს I და II მეორე კურსის კადეტებმა. პროექტი ,,არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს" იყო გაცნობითი ხასიათის, ჩემმა კადეტებმა გააცვნეს ლიცეუმის დღის განრიგი, ცხოვრების წესი, აგრეთვე მოახდინეს ინგლისურ ენაზე ქუთაისისა და საქართველოს შესახებ პრეზენტაცია.



6 დეკემბერი 2015 წელი

სასწავლო ექსკურსია - ჭიათურის მღვიმევის მონასტერი - კაცხის სვეტი
 
    2015 წლის 6 დეკემბერს, სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად პროექტის ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი" ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მღვიმევის მომანსტერში და კაცხის სვეტზე. კადეტებმა ადგილზე მოახდინეს ქალაქ ჭიათურის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკური დახასიათება, აგრეთვე კაცხის სვეტის როგორ ეროზიული მოწმის აღწერა, გაეცვნენ მღვიმევის მონასტერის ისტორიას.
    ექსკურსიისას კადეტებმა გამიკეთეს სურპრიზი და მოულოდნელად, ჭიათურაში ყოფნისას გამიშალეს მათ მიერ შექმნილი პლაკატები სადაც გაკეთებული ჰქონდათ სხვადასხვა ჩანახატები.