24/08/2018

ტრენინგი "აქტიური სწავლება გეოგრაფიაში"


     2018 წლის 20-23 აგვისტოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული 4 "აქტიური სწავლება გეოგრაფიაში". ტრენერი - ქ-ნი მაია ბლიაძე. ტრენინგი  მოიცავდა 24 საკონტაქტო და 26  არასაკონტაქტო საათს.
მიზნები:

  • მოსწავლეზე ორიენტრებული კონკრეტული სასწავლო სტრატეგიების, მეთოდებისა და მიდგომების შესწავლა;
  • კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესწავლა და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • სხვადასხვა სტრატეგიების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში შეფასების გამოყენების გაცნობა-შესწავლა;
  • ისტ-ის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე;
  • გაკვეთილის გეგმის შექმნა თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
 ტრენინგზე ვისწავლე და მივიღე ბევრი სიახლე, აქ მიღებულ ცოდნას შევეცდები აქტიურად გამოვიყენო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და გავუზიარო კოლეგებს.

16/06/2018

საატესტატო გამოცდები


      2018 წლის 12 ივნისს მე-11 კლასმა გეოგრაფიაში ჩააბარა გამოსაშვები საატესტატო გამოცდები. ყველა ჩემმა კადეტმა წარმატებით დაძლია ბარიერი.

04/06/2018

სასწავლო ექსკურსია "სამცხე-ჯავახეთი"

      
      2018 წლის 2 ივნისს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად პროექტ "შეიცანი საქართველო"-ს ფარგლებში ვიმყოფებოდით სამცხე-ჯავახეთში მარშრუტი _ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-საფარის სამონასტრო კომპლექსი-რაბათის ციხე-ჩითახევის მონასტერი (მწვანე მონასტერი).
    ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები ადგილზე გაცნობოდნენ მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ეკონომიკას, ტურიზმსა და ისტორიას.






26/04/2018

ლექცია "საქართველოს გეოპოლიტიკა და რუსეთი"


2018 წლის 26 აპრილს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კლუბში პირველ და მეორე სასწავლო კურსის (X-XI კლასი) კადეტებს წავუკითხე ლექცია თემაზე „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და რუსეთი“. ლექციის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ მდებარეობას და რუსეთის შემაფერხებელ ფაქტორს.
ლექციამ, რომელმაც კადეტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.