19/04/2020

ონლაინ ტრენინგი


     2020 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით გავიარე eTwinning პორტალზე ონლაინ ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა web 2.0 ინსტრუმენტებით". 

    ტრენინგი სულ მოიცავდა 20 საათს, (12 საკონტაქტო და 8 არასაკონტაქტო). 

 ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრისა და საქართველოს eTwinning გუნდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. ტრენერი eTwinning-ის ამბასადორი საქართველოში ქალბატონი ნინო ჩხეტია. ტრენინგის მიზანი იყო eTwinning პორტალზე პროექტების უკეთ შექმნისათვისა და დაგეგმისათვის web 2.0 ინსტრუმენტების შესწავლა. 
   ტრენინგის ფარგლებში სულ ვისწავლე შემდეგი ინსტრუმენტი.

  • google Calenadar
  • http://www.wordclouds.com/  
  • https://screencast-o-matic.com/screen-recorder 
  • https://my.beekast.com 
  • https://brush.ninja/ 
  • https://www.easel.ly/
  • https://www.fotoram.io 
  • http://www.myhistro.com/ 
  • http://creately.com/ 
  • Zoom.us
  • www.timetoast.com 
  • https://qr9.me/free-qr-code-generator.php?lang=ka 
  • https://www.playposit.com/  
  • https://www.edu.buncee.com/ 

  ყველა ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო, მარტივი და პრაქტიკულია, მათი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის Twinspace-ის პროექტებსა და დისტანციურ საგაკვეთილო პროცესებს.

21/03/2020

დისტანციური გაკვეთილები

  2020 წლის 16 მარტიდან აქტიურად ვატარებ დისტანციურ გაკვეთილებს Microsoft Office365 -ის  Team აპლიკაციის საშუალებით.
Made with Padlet

18/03/2020

დისტანციური სწავლება


      მსოფლიოში გავრცელებული COVID-19 ვირუსის გამო, 2020 წლის 16 მარტიდან სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365"-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა

23/01/2020

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა


    2019-2020 სასწავლო წლის გეოგრაფიაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ზღვარი გადალახა მეორე ტურში გადასულმა ოთხივე ჩემმა კადეტმა. (ტესტი იყო 40 ქულიანი).

  1. გიორგი ახვლედიანი (I კურსი) - 30 ქულა
  2. გიორგი თაბაგარი (I კურსი) - 28 ქულა
  3. გიორგი ყუბანეიშვილი (II კურსი) - 30 ქულა
  4. დავით კირთაძე (III კურსი) - 30 ქულა