15/10/2024

ტრენინგი "მედიაწიგნიერება"

     2024 წლის 11-12 ოქტომბერს გავიარე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მედიაწიგნიერების სწავლების ინტეგრირება სკოლებში. ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 6 საკონტაქტო საათს. 

      ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური თანამედროვე პერიოდში.

07/10/2024

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

 


        მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტთა კლუბში გაიმართა მასწავლებელთა დაჯილდოება.

       ღონისძიების ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წელს როგორც საუკეთესო კლასის დამრიგებელს გადმომეცა გენერალ გიორგი კვინიტაძის სტატუა და საპატიო სიგელი.



16/09/2024

ახალი სასწავლო წელი

 

 2024 წლის 16 სექტემბერს დაიწყო ახალი 2024-2025 სასწავლო წელი. 

    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ხუთ სასწავლო ჯგუფს, მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხივე ჯგუფს და მესამე სასწავლო კურსის ყველა ჯგუფს. ამავდროულად ვარ მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XI-1 კლასი) დამრიგებელი. 

       სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი, 19 ვაჟი და 5 გოგონა.

11/04/2024

ტრენინგი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში"

      სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით Teams-ის პლატფორმაზე 3-10 აპრილის ჩათვლით გავიარე დისტანციური კურსი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში".

       კურსის მიზანი იყო გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება ტოპოგეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტისას.

      ტრენინგს უძღვებოდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სწავლების და მხარდაჭერის ჯგუფის გეოინფორმაციული სისტემების ინსტრუქტორი.გოჩა ჭიღლაძე.

ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ "Google Earth" -ისა და ArcGis-ის პროგრამები.