სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება #381-ით სამსახურეობრივი საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გამომეცხადა მადლობა.
29/12/2017
11/12/2017
eTwinning ტრენინგი
2017 წლის 8-10 დეკემბერს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 15 საათიანი ტრენინგი "eTwinning სივრცეში პროექტების ეფექტური მართვა".
ტრენინგის მიზანი:
- eTwinning პორტალზე სასწავლო პროექტების დაგეგმვის და მართვის გზების გაცნობა;
- პროგრამის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებზე მუშაობისათვის ონლაინ ინტრუმენტების გაცნობა;
- რას ნიშნავს ხარისხის ნიშანი eTwinning პორტალზე;
- განასხვავებთ ეროვნულ და ევროპულ ნიშანს;
- ისწავლით eTwinning პორტალზე ონლაინ ივენთების დაგეგმვას, მომზადებას და წარმართვა;
- შეძლებეთ სრულყოფილი მენეჯმენტი გაუწიოთ თქვენ მიერ ინიცირებულ პროექტებს.
ამავდროულად შევისწავლეთ ონლაინ ინსტრუმენტები:
- Google calendar
- Google Hangouts
- Postermywall.com
- Skype
- Pixton.com
- Spokentext.com
- Biteable.com
- Lightshot
- Tricider.com
- Doodle.com
- Google Maps
06/12/2017
სამოდელო გაკვეთილი
2017 წლის 6 დეკემბერს ჩემს სადამრიგებლო ჯგუფში, მეათე კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე "რატომ ევროკავშირი?!". გაკვეთილის ტიპი იყო პრობლემაზე ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი იყო კადეტებს (მოსწავლეებს) ემსჯელათ, გაეანალიზებიათ ევროკავშირის დადებით და უარყოფით მხარეები, არგუმენტირებულად ემსჯელათ ევროკავშირის შესახებ საქართველოში არსებული მცდარი შეხედულებების შესახებ. გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას ადგილი არ ჰქონია.
03/12/2017
მეხუთე ეროვნული კონფერენცია
2017 წლის 2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისში სასტუმრო "Hualing Preference"-ში ჩატარდა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია თემაზე "მდგრადი განვითარება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში". კონფერენციაზე როგორც გამარჯვებულმა თემამ "განათლება მდგრადი განვითარებისათვის", ჩემს კოლეგასთან ერთად წარმოვადგინე მოხსენება.
19/11/2017
ტრენინგი "ევროპა ჩემს გაკვეთილზე"
2017 წლის 19 ნოემბერს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "ევროპა ჩემს გაკვეთილზე". ტრენინგი მოიცავდა 6 საკონტაქტო და 6 არასაკონტაქტო საათს (0,5 კრედიტქულა). ტრენერი - ქალბატონი ნანა არბოლიშვილი.
18/11/2017
09/11/2017
პროექტის პრეზენტაცია
2017 წლის 8 ნოემბერს კადეტთა კლუბში სადამრიგებლო ჯგუფის კადეტებმა (პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) ლიცეუმის კლუბში მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, ამავდროულად გაუზიარეს შთაბეჭდილებები ექსკურსიისა და პროექტის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველ კურსელები, დირექცია, მასწავლებლები და ოფიცერ-სერჟანტები.
24/10/2017
ხარისხის ნიშნის მინიჭება
ხარისხის ნიშნის მინიჭება
eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "I Love My Town-The Meeting Point of Nature Photo and Technology" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან მოგვენიჭა ევროპული ხარისხის ნიშანი.
13/10/2017
საგანმანათლებლო ექსკურსია "სამცხე-ჯავახეთი"
2017 წლის 12 ოქტომბერს სადამრიგებლო პროექტის "სამცხე ჯავახეთი მხარის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები"-ის ფარგლებში სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მარშრუტით "ქუთაისი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - სოფ. ხერთვისი (ხერთვისის ციხე და მესხური ტერასები) - სოფ. სარო.
ექსკურსიის მიზანი
- სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და მოტივაციის გაზრდა.
- კადეტებმა შეძლონ შეფასება სამცხე-ჯავახეთის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში, ჯანდაცვაში და ეკონომიკაში.
განხორციელებული აქტივობები
- ადგილზე მოინახულეს სამცხე ჯავახეთის მხარის ბუნებრივ, ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ ობიექტები.
- გაეცნენ მხარის ეთნიკურ-კულტურულ თავისებურებებს.
01/10/2017
ტრენინგი „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები"
2017 წლის 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების
პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული I „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს მახასიათებლები". ტრენერი - ქ-ნი ხათუნა ჯიმშიაშვილი. ტრენინგი მოიცავდა
12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს.
- შევძლო მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების განსაზღვრა;
- გამოვიყენო თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტები;
- მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით შევიმუშაო დიფერენცირებული მიდგომა.
- გავიაზრო მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობა;
- შევძლო მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება;
- სწავლების პროცესში გავითვალისწინო კონსტრუქტივისტული თეორიები;
- გავიაზრო მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების გათვალისწინების მნიშვნელობა.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, ინოვაციური, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები. ტრენერი კარგად, ენერგიულად და გასაგებად საუბრობდა, კარგად ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფურად, წყვილებში და ინდივიდუალურად მუშაობის ფორმები, მკაცრად იცავდა დროის ლიმიტს, ყოველთვის კორექტული იყო და ახერხებდა პოზიტიურ უკუკავშირის მოცემას.
26/09/2017
ექსკურსია ზემო სვანეთში
2017 წლის 26 სექტემბერს მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტებთან ერთად ვიმყოფებოდი საგანმანათებლო ექსკურსიაზე ზემო სვანეთის მხარეში. ექსკურსია მოეწყო გრძელვადიანი პროექტის ,,სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივები“ მეორე ეტაპის ფარგლებში. მისი მიზნებია კადეტებმა შეისწავლონ ზემო სვანეთის მხარის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები, რეგიონის როლი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. მიზნებიდან გამომდინარე, ექსკურსია დაიგეგმა შემდეგი მარშრუტით: ქუთაისი-ჯვრის წყალსაცავი-მესტია (მუზეუმი)-ჰაწვალი-ქუთაისი.
პროექტის დასრულების შემდეგ კადეტები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ პროექტის შეჯამებასა და საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ თანატოლებს.
პროექტს ხელმძღვანელობენ მასწავლებლები: ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე, გიგა ბასილაძე, თეა ქუთათელაძე.16/09/2017
გილოცავთ ახალ 2017-2018 სასწავლო წელს
2017 წლის 15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2017-2018 სასწავლო წელი.
ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ორ სასწავლო ჯგუფს და მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ორ ჯგუფს. ამავდროულად ვარ პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (X-1 კლასი) დამრიგებელი.
სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 26 კადეტი, 21 ვაჟი და 5 გოგო.
სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 26 კადეტი, 21 ვაჟი და 5 გოგო.
11/09/2017
საზაფხულო სკოლა
2017 წლის 6-11 სექტემბერს ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა "კვლევები სოციალურ მეცნიერებებში". ერთკვირიანი სწავლების მიზანი იყო, ხელი შეუწყოს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლებსა და მკვლევარებს პროფესიუნარების სრულყოფაში, რაც აუცილებელია კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. სკოლა ემსახურებოდა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებული ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნას, რომლის ცენტრიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იქნება განთავსებული. საზაფხულო სკოლის მომზადებასა და განხორციელებაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები იმუშავებენ ერთიანი გეგმის შედგენაზე.
საზაფხულო სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს ოთხი უმაღლეს სასწავლებელში
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლები და მკვლევრები, რომლებიც ასწავლიან, იკვლევენ და აქვეყნებენ ნაშრომებს სოციალურ მეცნიერებებში. საზაფხულო სკოლა ,,კვლევები სოციალურ მეცნიერებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადმოგვეცა სერტიფიკატები.
02/08/2017
ალიანტე 2017
2017 წლის 7 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით დაიწყო საერთაშორისო კონკურსი "ალიანტე 2017". მასში მონაწილეობა მიიღო ჩემმა ორმა I კურსის (X კლასი) კადეტებმა: მარიამ კობერიძემ და ანა სილაგაძემ.
კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი ითვალისწინებდა შეკითხვებზე პასუხის მოძიებასა და ელექტრონულ მისამართზე გაგზავნას, ხოლო მეორე ეტაპი, ეროვნული ფინალი გაიმართა ბაზალეთის სასწავლო ბაზაზე. ეროვნულ ფინალში გასული კონკურსანტები ერთმანეთს, როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ აქტივობებში შეეჯიბრნენ. ინსტრუქტორების დახმარებით, მოეწყო შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, საცეცხლე მომზადებაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.
კადეტებმა წარმატებით გადალახეს პირველი რაუნდი, მოხვდნენ პირველ 25 გუნდში, ხოლო ეროვნულ ფინალში დაიკავეს მეოთხე ადგილი. კონკურსში მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
Subscribe to:
Posts (Atom)