2017 წლის 26 სექტემბერს მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტებთან ერთად ვიმყოფებოდი საგანმანათებლო ექსკურსიაზე ზემო სვანეთის მხარეში. ექსკურსია მოეწყო გრძელვადიანი პროექტის ,,სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივები“ მეორე ეტაპის ფარგლებში. მისი მიზნებია კადეტებმა შეისწავლონ ზემო სვანეთის მხარის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები, რეგიონის როლი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. მიზნებიდან გამომდინარე, ექსკურსია დაიგეგმა შემდეგი მარშრუტით: ქუთაისი-ჯვრის წყალსაცავი-მესტია (მუზეუმი)-ჰაწვალი-ქუთაისი.
პროექტის დასრულების შემდეგ კადეტები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ პროექტის შეჯამებასა და საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ თანატოლებს.
პროექტს ხელმძღვანელობენ მასწავლებლები: ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე, გიგა ბასილაძე, თეა ქუთათელაძე.
No comments:
Post a Comment