01/10/2017

ტრენინგი „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები"


2017 წლის 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული I „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები". ტრენერი - ქ-ნი ხათუნა ჯიმშიაშვილი. ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს.
  • შევძლო მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების განსაზღვრა;
  • გამოვიყენო თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტები;
  • მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით შევიმუშაო დიფერენცირებული მიდგომა.
  • გავიაზრო მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობა;
  • შევძლო მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება;
  • სწავლების პროცესში გავითვალისწინო კონსტრუქტივისტული თეორიები;
  • გავიაზრო მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების გათვალისწინების მნიშვნელობა.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, ინოვაციური, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები. ტრენერი კარგად, ენერგიულად და გასაგებად საუბრობდა, კარგად ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფურად, წყვილებში და ინდივიდუალურად მუშაობის ფორმები, მკაცრად იცავდა დროის ლიმიტს, ყოველთვის კორექტული იყო და ახერხებდა პოზიტიურ უკუკავშირის მოცემას.

No comments:

Post a Comment