2016 წლის 27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ,,eTwinning"-პორტალის პოექტის ,,არა ომს და სამხედრო კოფლიქტებს" -ფარგლებში ვიმყოფებოდი უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო სპორტულ ლიცეუმში ,,ზახისტნიკში".
პროექტის ფარგლებში მასპინძელ ლიცეუმის კადეტებთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი აქტივობები.
2016 წლის 23 და 24 აპრილის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, ამავე აკადემიის ორგანიზებით, თბილისში ამერიკის საელჩოს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებლებისთვის კონფერენცია შემდეგ თემებზე:
მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და
მათემატიკის მნიშვნელობა;
ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობა;
საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები;
მოსწავლეების კვლევის უნარების განვითარება;
პრაქტიკული კვლევა პროფესიული განვითარებისთვის;
მასწავლებელის პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპები:
ელექტრონული გაკვეთილები
საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები
ლიტერატურის სწავლება
ქცევის მართვა
ჰარკნესის მეთოდი
აღნიშნული კონფერენცია ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება, რაც მიზნად ისახავს პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს შორის კომუნიკაციას.
კონფერენციის ორგანიზებისათვის დიდ მადლობას ვუხდი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში.
,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვე პროექტში „Stop Wars and military conflicts“ ,
რომლის ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის
პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და
რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც
განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში.
2016 წლის 11 თებერვალს
შედგა ჩვენი და ზაპოროჟიეს სამხედრო
ლიცეუმების კადეტთა და პედაგოგთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის
და მხარეებმა წარუდგინეს ერთმანეთს
პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე თავიანთი ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის
შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია რუსულ ენაზე.
ონლაინ-შეხვედრაზე დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც
ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია
გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და
მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება.
ვიზიტი გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.
ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ექვსივე კათედრამ.
უკრაინელი კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამის ყველა აქტივობაში.
აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა
შემდეგი შედეგები:
1.კადეტები გაეცვნენ უკრაინასა
და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ
თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი
კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
2.სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის
და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ
ქართველი კადეტები;
3.ჩატარდა ერთობლივი აქტივობები
მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო
განათლებასა და ხელოვნებაში.
4.კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია
უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
5.პროექტის განხორციელებამ ხელი
შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
გენერალ გიორგი კვინიტაძისსახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I კურსის კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი ,,მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის" გამარჯვებულია. მან კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი ,,საქართველო - ევროპული ოჯახის წევრი" და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. კადეტი სერტიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსით დაჯილდოვდა.