24/01/2017
27/12/2016
eTwinning-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია
2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ნიკოლოზ გველესიანს (ყოფილი კადეტი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
12/12/2016
10-11 დეკემბერი 2016 წელი
მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია
2016
წლის 10-11 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივიტ ჩატარდა მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებიტ „მოსწავლის გამჭოლი კომპენტეციის განვითარება “, ღონისძიება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. კონფერენციას
საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 59-მა
მასწავლებელმა წაიკითხა. მათ შორის მე და ჩემმა კოლეგამ ეკა მურუსიძემ წარვადგინეთ
- თემა „eTwinning-ი
ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისათვის“.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.
22/11/2016
Subscribe to:
Posts (Atom)













