25/01/2017

ონლაინ შეხვედრა

       2017 წლის 25 იანვარს "eTwinning"- ის პორტალზე მიმდინარე პროექტის "My City Days"- ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა უკარაინის ქალაქ ზაპოროჟიეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან (ორგანიზატორები ეკა მურუსიძე და ბესიკ მაჩიტაძე). ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველკურსელები. შეხვედრაზე კადეტებმა წარმოადგინეს საკუთარი ლიცეუმების პრეზენტაცია, გაიმართა თბილი-მეგობრული შეხვედრა. ქართველმა კადეტებმა უკრაინელ კადეტებს გაუკეთენ სიურპრიზი და შეასრულეს უკრაინული სიმღერა "Рiдна Мати Моя" (ხელმძღვანელი ნინო გედენიძე). 








27/12/2016

eTwinning-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია


       2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
      ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ნიკოლოზ გველესიანს (ყოფილი კადეტი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
      კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.












12/12/2016

10-11 დეკემბერი 2016 წელი

მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია



2016 წლის 10-11 დეკემბერსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივიტ ჩატარდა მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებიტმოსწავლის გამჭოლი კომპენტეციის განვითარება “, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 59-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მათ შორის მე და ჩემმა კოლეგამ ეკა მურუსიძემ წარვადგინეთ - თემა eTwinning- ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.