09/11/2017

პროექტის პრეზენტაცია

   
     2017 წლის 8 ნოემბერს კადეტთა კლუბში სადამრიგებლო ჯგუფის კადეტებმა (პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) ლიცეუმის კლუბში მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, ამავდროულად გაუზიარეს შთაბეჭდილებები ექსკურსიისა და პროექტის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველ კურსელები, დირექცია, მასწავლებლები და ოფიცერ-სერჟანტები.

Сделано на Padlet

24/10/2017

ხარისხის ნიშნის მინიჭება

ხარისხის ნიშნის მინიჭება

       eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "I Love My Town-The Meeting Point of Nature Photo and Technology" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან მოგვენიჭა ევროპული ხარისხის ნიშანი.


13/10/2017

საგანმანათლებლო ექსკურსია "სამცხე-ჯავახეთი"


    2017 წლის 12 ოქტომბერს სადამრიგებლო პროექტის "სამცხე ჯავახეთი მხარის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები"-ის ფარგლებში სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მარშრუტით "ქუთაისი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - სოფ. ხერთვისი (ხერთვისის ციხე და მესხური ტერასები) - სოფ. სარო. 
ექსკურსიის მიზანი
  • სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და მოტივაციის გაზრდა.
  • კადეტებმა შეძლონ შეფასება სამცხე-ჯავახეთის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში,  ჯანდაცვაში და ეკონომიკაში.

განხორციელებული აქტივობები
  • ადგილზე მოინახულეს სამცხე ჯავახეთის მხარის ბუნებრივ, ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ ობიექტები.
  • გაეცნენ მხარის ეთნიკურ-კულტურულ თავისებურებებს.
შედეგები: შესწავლილი მასალის გახსენება-შეჯამება, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეთა შთაბეჭდილებების ანალიზი, ურთიერთშეფასება და შთაბეჭდილებების გაზიარება თანატოლებთან.




Сделано на Padlet









01/10/2017

ტრენინგი „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები"


2017 წლის 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული I „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები". ტრენერი - ქ-ნი ხათუნა ჯიმშიაშვილი. ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს.
  • შევძლო მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების განსაზღვრა;
  • გამოვიყენო თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტები;
  • მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით შევიმუშაო დიფერენცირებული მიდგომა.
  • გავიაზრო მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობა;
  • შევძლო მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება;
  • სწავლების პროცესში გავითვალისწინო კონსტრუქტივისტული თეორიები;
  • გავიაზრო მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების გათვალისწინების მნიშვნელობა.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, ინოვაციური, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები. ტრენერი კარგად, ენერგიულად და გასაგებად საუბრობდა, კარგად ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფურად, წყვილებში და ინდივიდუალურად მუშაობის ფორმები, მკაცრად იცავდა დროის ლიმიტს, ყოველთვის კორექტული იყო და ახერხებდა პოზიტიურ უკუკავშირის მოცემას.