11/03/2021

ონლაინ შეხვედრა

 

     დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს-“ზახისტნიკს“ შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.

     სასწავლებლების კადეტებმა ერთმანეთს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს თავიანთი ქვეყნები, ქალაქები და ლიცეუმები. 

      პროექტის ფარგლებში კადეტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებში, ინგლისურენოვან ქვიზებსა და ონლაინ სასწავლო თამაშში- “Kahoot”. ვიზუალური მასალებით გამდიდრებული თამაში ხელს უწყობს კადეტთა ინგლისური ენის უნარების განვითარებას. პირველი ადგილი თამაშში- “Kahoot” ქართველმა კადეტმა მარიამ გურულმა, ხოლო ქვიზებში უკრაინელმა კადეტმა დანილო მელნიკმა დაიკავა. 

     ერთობლივ პროექტში ჩართულები ვიყავით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე სასწავლო კურსების 15 კადეტი. პროექტზე მუშაობდით პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე, იზაბელა კილასონია და ბესიკ მაჩიტაძე.





03/03/2021

დაჯილდოება კონკურსი "ევროპული ენები"

         2021 წლის 3 მარტს ლიცეუმის კადეტთა კლუბში გაიმართა დისტანციური სწავლებისას განხორციელებული კონკურსის "ევროპის ენების" გამარჯვებული კადეტების დაჯილდოება.

კადეტების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის დირექციამ.

 

01/02/2021

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

 

    2020-2021 სასწავლო წლის გეოგრაფიაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ზღვარი გადალახა მეორე ტურში გადასულმა მეორე კურსის სამივე ჩემმა კადეტმა. (ტესტი იყო 45 ქულიანი).

  1. ხუციძე თომა 
  2. დეისაძე ვიტალი 
  3. გიორგაძე ბექა