27/12/2016

eTwinning-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია


       2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
      ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ნიკოლოზ გველესიანს (ყოფილი კადეტი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
      კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.












12/12/2016

10-11 დეკემბერი 2016 წელი

მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია



2016 წლის 10-11 დეკემბერსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივიტ ჩატარდა მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებიტმოსწავლის გამჭოლი კომპენტეციის განვითარება “, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 59-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მათ შორის მე და ჩემმა კოლეგამ ეკა მურუსიძემ წარვადგინეთ - თემა eTwinning- ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.

22/11/2016

22 ნოემბერი 2016 წელი

ევროპული ხარისხის ნიშნის მინიჭება

eTwinning პორტალზე განხორციელებულმა პროექტებმა ,, Welcome to My Marvellous City” და ,, Stop Wars and Military Conflicts" მიიღეს ევროპული ხარისხის ნიშანი:




16/11/2016

16 ნოემბერი 2016 წელი

“eTwinning”-ი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში


2016 წლის 16 ნოემბერს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “eTwinning”- კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე და  მესამე კურსის კადეტები: გიგი ფანჩვიძე, ვახტანგ მაზმიშვილი, გიორგი ნებაძე, გოგა ქვათაძე, ლუკა რევაზიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით ჭურაძე და დიმა სოსელია (პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ელენე ჯავახაძე, ბესიკ მაჩიტაძე). პრეზენტაციაზე კადეტებმა მე-10 კლასელებს გააცნეს 2015-2016 სასწავლო წელს “eTwinning”- პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები:  ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”.  ასევე ისაუბრეს 2016-2017 სასწავლო წელს აქტიური და
უკვე განხორციელებული პროექტების - ,,My City Day” და ,,European Day of Languages“ შესახებ. ორ პროექტს მიღებული აქვს ეროვნული ხარისხის ნიშანი ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts, ხოლო პედაგოგები და კადეტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატები. პროექტი ,,Stop Wars and Military Conflicts წარდგენილია “eTwinning”-ის ევროპულ კონკურსზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს “eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  აქტივობების ამსახველი გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ “eTwinning”-ის პორტალზე დარეგისტრირებულია ლიცეუმის 12 მასწავლებელი.



6 ნოემბერი 2016 წელი

ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა"


      2016 წლის 4-6 ნოემბერს "eTwinning"-ი პორტალის ფარგლებში გავიარე ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა" (ტრენერი ნინო ჩხეტია). 
პროექტის მიზანი იყო: 
  • პრექტებით სწავლების დანერგვა
  • ´ახალი საპროექტო იდეის დამუშავება, დაწერა
  • ´პროექტების ტიპები და კლასიფიკაცია
  • ´eTwinning.net პორტალზე პროექტების განთავსება
  • ´ახალ Twinspace  სივრცეში შესვლა და ნავიგაცია
  • ´ახალ Twinspace სივრცეში საპროექტო დავალებების შექმნა
  • ´ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა
  • ´სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ( Linoit.com, Slideshare.com, googleplus, Padlet.com,  Youtube.com  და სხვა)
ტტრენინგი მოიცავდა 15 აკადემიურ საათს.

06/11/2016

2 ნოემბერი 2016 წელი

პროეტქის პრეზენტაცია კადეტთა კლუბში

         2016 წლის 3 ნოემბერს III სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებმა, ლიცეუმის კლუბში I კურსის კადეტებისთვის მოახდინეს სადამრიგებლო ინტეგრირებული პროექტის ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი"-ის ფარგლებშიგანხორციელებული ექსკურსიის პრეზენტაცია (ხელმძღვანელები: დამრიგებელი/გეოგრაფია - ბესიკ მაჩიტაძე, ქიმია - ეკა მურუსიძე, ბიოლოგია - დარეჯან კიკვაძე, ფიზიკა - ნინო ახვლედიანი). მათ განხორციელებული კვლევებისა და ექსკურსიის შესახებ უმცროს კურსელებს გააცვნეს და გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

Displaying IMG_2770.JPGDisplaying IMG_2776.JPGDisplaying IMG_2794.JPG

1 ნოემბერი 2016 წელი


ხარისხის ნიშნის მინიჭება

       eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "Stop Wars and Military Conflicts" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან გადმოგვეცა ხარისხის ნიშანი.

17/10/2016

„ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი”


          2016 წლის 14-17 ოქტომბერს კურორტ წყალტუბოში დავესწარი eTwinning-ის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია ,,ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი". კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები ("ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) ", „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“,  საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში”  etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა”).




 






09/10/2016

6 ოქტომბერი 2016 წელი

სასწავლო ექსკურსია


        მეორე სასწავლო კურსის (მეთერთმეტე კლასი) პირველი და მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტები პროექტ ,,რაჭის რეგიონის განვითარების პერსპექტივები" ფარგლებში ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე რაჭის რეგიონში (შაორი - ნიკორწმინდა- მაბროლაურის ღვინის ქარხანა -ბარაკონი. პროექტის მიზანი იყო შეეფასებინათ კადეტებს რაჭის ეკონომიკური რესურსები, რაჭის სოფლის მეურნეობის როლი საქართველოსთვის, განეხილათ მისი ეკონომიკური პოტენციალი. პროექტი იყო ინტეგრირებული გეოგრაფია, ქიმია და ისტორია.







24 სექტემბერი 2016 წელი

ხარისხის ნიშნის მინიჭება







       eTwinning პორტალზე არსებული პროექტში "WELCOME TO MY MARVELLOUS CITY" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან გადმოგვეცა ხარისხის ნიშანი.

22 სექტემბერი 2016 წელი

სადამრიგებლო პროექტი ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი"


         ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი III სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფი სადამრიგებლო ინტეგრირებული პროექტის (გეოგრაფია და დამრიგებელი - ბესიკ მაჩიტაძე, ქიმია - ეკა მურუსიძე, ბიოლოგია - დარეჯან კიკვაძე, ფიზიკა - ნინო ახვლედიანი) ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი" ფარგლებში გურიის რეგიონში ვიმყოფებოდით კურორტ ბახმაროში, კადეტები გაეცვნენ მინერალური წყლის ნაბეღლავის მოპოვებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზუმი, აგრეთვე შეკვეთილში მდებარე ,,საქართველო მინიატურებში" გამოფენა და ,,Black Sea Arena"-ს მუსიკალური პარკი. დაბა ურეკში შეაგროვეს მაგნიტური ქვიშა. ადგილზე ჩაატარეს კვლევა კლიმატურ მახასიათებლებზე და ფლორის ცვლილებაზე ზღვის დონიდან - 2050 მეტრ სიმაღლემდე.










 პროექტის შედეგი
  • კადეტები გაეცვნენ და შეისწავლეს გურიის მხარის როლს ქვეყნის მედიცინაში და ტურიზმში;
  • ადგილზე შეაფასეს გურიის მხარის ტურისტული პოტენციალი;
  • ნახეს თუ როგორ შეიცვალა ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა და ფლორა;
  • გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში.









16 სექტემბერი 2016 წელი

კრედიტ ქულების მინიჭება


      "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" eTwinningplus-ის ფარგლებში, დამატებითი კრედიტ ქულების მოსაპოვებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.04.2016 ბრძანება #279-ის შესაბამისად მომენიჭა 2 კრედიტ ქულა.

15 სექტემბერი 2016 წელი


    15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. ვასწავლი პირველ (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსის ორ სასწავლო ჯგუფს, ამავდროულად ვარ მესამე (XII კლასი) სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი.

18/06/2016

12 ივნისი 2016 წელი

საატესტატო გამოცდა 2016   

   2016 წლის 12 ივნისს ჩატარდა მე-11 კლასელთა გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდა. თითქმის ყველა კადეტმა მაღალი შედეგებით დაძლიეს გამოცდა.


27-31 მაისი 2016 წელი

სტუმრად უკრაინაში
   
        2016 წლის 27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ,,eTwinning"-პორტალის პოექტის ,,არა ომს და სამხედრო კოფლიქტებს" -ფარგლებში ვიმყოფებოდი უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო სპორტულ ლიცეუმში ,,ზახისტნიკში".
         პროექტის ფარგლებში მასპინძელ ლიცეუმის კადეტებთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი აქტივობები.